ახალი ამბები

პრორუსული ძალები პოლიტიკურ პარტიას ქმნიან და შიმშილობის აქციას აანონსებენ

29 აპრილი, 2015 • • 1745
პრორუსული ძალები პოლიტიკურ პარტიას ქმნიან და შიმშილობის აქციას აანონსებენ

აქციის ორგანიზატორებმა ახალი პარტიის შექმნის შესახებ განაცხადეს. მათი თქმით, პარტია “მრგვალი მაგიდა – ნეიტრალური საქართველო” იწყებს აქტიურ მოღვაწეობას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. პარტიას სათავეში “ერეკლე მეორეს საზოგადოების” თავმჯდომარე, არჩილ ჭყოიძე ჩაუდგა.

არჩილ ჭყოიძე
არჩილ ჭყოიძე

 

“ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი; საქართველო გახდეს ნეიტრალური ქვეყანა და არ გაწევრიანდეს არც ერთ სამხედრო ორგანიზაციაში – მათ შორის ნატოში. აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და გაიმართოს მოლაპარაკებები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემებზე,” – აცხადებს არჩილ ჭყოიძე.

 

აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, რომლებიც “მრგვალი მაგიდა – ნეიტრალური საქართველოს” შემადგენლობაში შედიან და უერთდებიან პარტიის მთავარ მოთხოვნას.

კოალიცია ევრაზიული არჩევანის აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, 29.04.2015
კოალიცია ევრაზიული არჩევანის აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, 29.04.2015

 

“სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის” წარმომადგენელი  გიორგი დაღელაშვილი კი აცხადებს, რომ მისმა ორგანიზაციამ 1 900 000 ხელმოწერის შეგროვება შეძლო, რომლის საფუძველზეც ისინი საქართველოსათვის ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ.  ორგანიზაცია 13 მაისიდან პარლამენტის შენობის წინ შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

 

“ჩვენ ვაპირებთ მასშტაბური აქციის გამართვას 15 მაისს, სადაც ყველა ჩვენი მოთხოვნა დეტალურად გაჟღერდება. მანამდე კი, 13 მაისიდან ჩვენ დავიწყებთ შიმშილობას პარლამენტის შენობის წინ,”- ამბობს გიორგი დაღელაშვილი.

 

აქციის მონაწილეების თქმით, რუსეთი ერთმორწმუნე მეზობელია, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარება ქვეყნის წინსვლის გარანტია.

დღევანდელი აქცია მცირერიცხოვანი იყო. სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა. საგარეო საქმეთა სამინიტროდან აქციას გამოხმაურება არ მოჰყოლია.

კოალიცია ევრაზიული არჩევანის აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, 29.04.2015
კოალიცია ევრაზიული არჩევანის აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, 29.04.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი