ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, ვაზაგაშვილის სასაფლაოზე აღმოჩენილი მეორე დნმ შსს-ს მაღალჩინოსნისაა

22 აპრილი, 2015 • • 1223
ადვოკატის თქმით, ვაზაგაშვილის სასაფლაოზე აღმოჩენილი მეორე დნმ შსს-ს მაღალჩინოსნისაა

სოსო ჯოგლიძე ამბობს, რომ 6 თებერვალს შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა რიონ ასანიძემ ყოველგვარი საგამოძიებო მოქმედებების უგულებელყოფით საკუთარ კაბინეტში გია სოსანაშვილს DNM-ის ანაბეჭდები აუღო.

 

“პროკურატურას რომ გაუადვილდეს სამუშაო და აღარ იწვალოს მეორე დნმ-ის კვალის არსებობაზე, პირდაპირ განვაცხადებ, რომ აღნიშნული ეკუთვნის როინ ასანიძეს, რომელმაც აუღო დნმ-ის ნიმუშები მასთან კაბინეტში. ის არის გენერალური ინსპექციის საამმართველოს უფროსი, რომლის კაბინეტში მოხდა საღამოს საათებში. აღნიშნულთან დაკავშირებით ის დაუკავშირდა ერთ-ერთ პიროვნებას, რომლის სახელს და გვარს არ ასახელებს, მაგრამ დაახლოებული ყოფილა პრემიერ-მინისტრთან”, – ამბობს გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე.

 

კითხვაზე, თუ რა მიზნით აუღო დნმ-ის ანაბეჭდები ასანიძემ სოსანაშვილს, ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს გამოძიებამ უნდა გამოარკვიოს.

 

სოსო ჯოგლიძემ აღნიშნულის შესახებ განცხადება პროკურატურაში დღეს შეიტანა. მისი თქმით, გუშინ შეხვდა გია სოსაანაშვილს და მოისმინა ახალი დეტალები. ჯოგლიძე მოითხოვს, რომ პროკურატურამ გამოიძიოს აღნიშნული საკითხი.

 

პროკურატურა აცხადებს, რომ სოსანაშვილის განცხადება სიცრუეა.

 

“მინდა საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან ბოდიში მოვუხადო გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის ოჯახს ნაწილი ამორალური განცხადებების გამო, რომელიც გააკეთეს გია სოსანაშვილმა და მისმა დამცველმა. მეორე დნმ-ის პროფილი აღმოჩენილი არის. არის მინორული DNM, ანუ მაჟორული არის გია სოსანაშვილის. ჯერჯერობით ვერ მოხდა იდენტიფიცირება იმ ადამიანისა, ვის ეკუთვს ეს DMN”, – ამბობს მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე.

 

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის თანამშრომელ გია სოსანაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში სწორედ მისი შვილის საფლავზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

 

პროკურატურამ 2 თებერვალს გახსნილად გამოაცხადა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე და სსკ 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიბელ გარემოებაში) ბრალი წარუდგინა 11 პირს, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს და მოქმედ თანამშრომლებს. მათ შორისაა, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის მოადგილე ირაკლი ფირცხალავა.

 

2015 წლის 8 თებერვალს კი პროკურატურამ განაცხადა იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის დაკავების თაობაზე. მოქმედ პოლიციელ გია სოსანაშვილს ბრალი სსკ 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმელ გარემოებაში) და 236-ე მუხლებით (საბრძოლო მასალის მართლსაწინაღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. „ფალიის სახელური“, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა სოსანაშვილის დნმ-ის კვალი. თავად სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში სოსანაშვილს 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი