ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები ათონელის რეზიდენციაში გადასვლას პრემიერს სთავაზობენ

22 აპრილი, 2015 • • 1113
თავისუფალი დემოკრატები ათონელის რეზიდენციაში გადასვლას პრემიერს სთავაზობენ

“ათონელზე რეზიდენცია თავიდან პრემიერისთვის შენდებოდა და მოიაზრებოდა მიხეილ სააკაშვილის მიერ და მინდა შევთავაზო, რომ პრემიერი და მისი ადმინისტრაცია გადავიდეს ათონელზე. ინვესტიციის მოზიდვა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან თითოეული მოქალაქის ჯიბესა და ამოსუნთქვას განსაზღვრავს. საინვესტიციო თვალსაზრისით პრემიერის დღევანდელი ადმინისტრაცია და მისი მიმდებარე ტერიტორია შეიძლება ყველაზე მიმზიდველი იყოს. ის შევიდეს ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო ნუსხაში და დაიწყოს მისი გასხვივების თაობაზე. ეს იქნება ღირსეული გამოსავალი”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.


რაც შეეხება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას, პეტრიაშვილის თქმით, თავისუფალი დემოკრატები წინააღმდეგი იყვნენ, რომ მარგველაშვილი თავის დროზე ამ შენობაში შესულიყო, მაგრამ რადგან პრეზიდენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, მას იქ მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს. პეტრიაშვილის თქმით, კაგრი იქნებოდა, თუ ავლაბრის რეზიდენციაში თავის დროზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განთავსდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი