ახალი ამბები

უსუფაშვილი: საქართველომ უკრაინასთან ერთად უნდა განაგრძოს სვლა თავისუფალი ევროპისკენ

20 აპრილი, 2015 • • 1630
უსუფაშვილი: საქართველომ უკრაინასთან ერთად უნდა განაგრძოს სვლა თავისუფალი ევროპისკენ

“საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ უკრაინაში, კიევში, ჩამოიტანა ქართველი ხალხის დანაბარები: ქართველი ხალხი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, საქართველოს პარლამენტი დგას უკრაინის პარლამენტის გვერდით, საქართველოს მთავრობა დგას უკრაინის მთავრობის გვერდით და ამ ძალიან მძიმე დროს გვინდა იცოდეთ, რომ საქართველო თქვენთანაა. ჩვენ  ერთად უნდა გავუმკლავდეთ აგრესიას, ჩვენ ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნების ტეროტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ სვლა თავისუფალი ევროპისკენ. საქართველში ეს მიდგომა არის საყოველთაოდ გაზიარებული მიდგომა. ყველა, ასე თუ ისე გავლენიანი პოლიტიკური პარტია თუ პოლიტიკოსი, იზიარებს ამ მიდგომას და ეს არის ქართველი ხალხის გრძელვადიანი არჩევანი. ამასთანავე, კოლეგებთან საუბრის დროს შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ საკითხებზე იმისათვის, რომ პარლამენტებმა მეტი და უფრო ეფექტური როლი შევასრულოთ როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ერთმანეთთან ურთიერთობის საკითხებში. მზად ვართ იმ თანამშრომლობას, რომელიც დღეს არსებობს, მეტი დრო და ენერგია დავუთმოთ და ეს იყოს სახელმწიფო ორგანოებს შორის თანამშრომლობა, რათა მივიღოთ მეტი ეფექტი ამ ურთიერთობებიდან”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ უმაღლესი რადას თავმჯდომარე ვლადიმერ გროისმანთან შეხვედრის დროს ისაუბრა იმ მსხვერპლის შესახებ, რომელსაც უკრაინა იღებს და რომელიც საქართველომ გაიღო თავისუფლებისთვის ბრძოლაში და იმედი გამოთქვა, რომ მეტი მსხვერპლი საჭრო აღარ იქნება.

 

20 აპრილს უკარაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი დაიწყო, რომლის ფარგლებში უკრიანის ხელისუფლების უმაღლეს პირებს შეხვდებიან.

დავით უსუფაშვილი. ფოტო – დავით უსუფაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან
დავით უსუფაშვილი. ფოტო – დავით უსუფაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი