ახალი ამბები

mediacheker.ge – მედიაკრიტიკის ინტერნეტპლატფორმა

20 აპრილი, 2015 • • 1692
mediacheker.ge – მედიაკრიტიკის ინტერნეტპლატფორმა

Mediachecker.ge არის ვებპორტალი, რომელზეც პროექტის ავტორების განცხადებით, ტელე, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში განთავსებული ჟურნალისტური პროდუქტის ანალიზის შედეგები იქნება თავმოყრილი.


“მონიტორთა ჯგუფი ყოველდღიურად დააკვირდება მედიასაშუალებებს და დაფიქსირებული დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ სტატიებს, მოკლე სიახლეებსა და საავტორო სვეტებს მოამზადებს. ვებგვერდზე ცალკე რუბრიკა “მედიაენა” დეთმობა მედიაში აღმოჩენილ ენობრივ დარღვევებს. საიტის კიდევ ერთი რუბრიკაა “მედიასამართალი”, რომელშიც საკანონმდებლო ბაზა და პრეცედენტული სამართალი გაერთიანდება. ვებგვერდი განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული მოქალაქეებისთვის”, – აცხადებენ პროექტის ავტორები.


პროექტს ქარტია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის პარტნიორები არიან დოიჩე ველე აკადემია და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.


პროექტზე 8 ჟურნალისტი იმუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი