ახალი ამბები

საგანელიძე ამბობს, რომ საჰაერო შეიარაღების საკითხზე კომისია არ უნდა შეიქმნას

4 აპრილი, 2015 • • 1241
საგანელიძე ამბობს, რომ საჰაერო შეიარაღების საკითხზე კომისია არ უნდა შეიქმნას

“ყველა პრობლემა ან ყველა საკითხი, რასაც ოპოზიცია წამოჭრის, ამაზე პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა კომისიები შექმნას, ეს იქნება უსასრულო და გაუთავებელი კომისიების კასკადი. ეს წარმოუდგენელი თემაა. ასევე მიმაჩნია, რომ ეს საკითხი არ არის ის თემა, რომელზეც კომისია უნდა შეიქმნას. იმ თემებზე, რომელზეც ახლაა საუბარი, მე ვფიქრობ, თუ სასაუბრო იყო ეს თემები, თავის დროზე უნდა ყოფილიყო ეს საუბარი და არა მაშინ, როდესაც სხვა პროცესებს უკავშირდება ეს ყველაფერი”,– განაცხადა საგანელიძემ. 

 

ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატების მოთხოვნა კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოფიციალურად დაყენებული არ არის. მისი თქმით, დეპუტატებისთვის ისიც უცნობია, თავისუფალი დემოკრატები საკანონმდებლო თუ უბრალოდ კომისიის შექმნას ითხოვენ. 

 

“აქედან გამომდინარე, როდესაც შემოვა პარლამენტში ეს განცხადება, შემდეგ გვექნება საუბარი”,– ამბობს ტყემალაძე. 

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მიმართავენ პარლამენტს, რათა შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის, თუ რა პირობებში, როგორ დაიდო მემორანდუმი და რა დააკლდა ქვეყანას, რომ არ გაფორმდა შეთანხმება ექვსი თვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვით შეიარაღებაზე უარი ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ათქმევინეს. ალასანია ამბობს, რომ საფრანგეთში თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით მემორანდუმზე ხელმოწერის წინ მინდია ჯანელიძემ პრემეირ–მინისტრის სახელით დაურეკა და უთხრა, რომ მასზე ხელი არ მოეწერა. “თავისუფალი დემოკრეტების” ლიდერი თვლის, რომ ამ ზარის მიუხედავდ, მემორანდუმზე ხელის მოწერამ გამოიწვია პროკურატურის მიერ “კაბელების საქმეზე” თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი