ეკონომიკა

წინასწარი მონაცემებით, 3 თვეში ქვეყანაში 508 მილიონი დოლარის ინვესტიციები შემოვიდა

9 დეკემბერი, 2014 • • 2093
წინასწარი მონაცემებით, 3 თვეში ქვეყანაში 508 მილიონი დოლარის ინვესტიციები შემოვიდა

 წინასწარი მონაცემები/საქსტატი

 

წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის III კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 703 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2014 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე განაწილდა:




საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უმსხვილესი სექტორების წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2014 წლის III კვარტალში 69 პროცენტი შეადგინა. 2014 წლის III კვარტალში ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მშენებლობის სფეროში განხორციელდა და 181 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 109 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – უძრავი ქონება 61 მლნ. აშშ დოლარით.


მასალების გადაბეჭდვის წესი