ახალი ამბები

სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივნად ეკა ფოფხაძე დაინიშნა

25 ნოემბერი, 2014 • 2463
სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივნად ეკა ფოფხაძე დაინიშნა

ეკატერინე ფოფხაძე 2003 წლიდან მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და 2010–2014 წლებში იყო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. ფოფხაძემ დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის სამართლის მაგისტრის ხარისხი აშშ–ის ოჰაიოს  უნივერსიტეტში მიიღო.

 

“საპარლამენტო მდივანი უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის კომუნიკაციას, კანონშემოქმედებით პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობის მიზნით; ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული კანონის პროექტების პერიოდულ მიმოხილვასა და ანალიზს, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს; ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების კანონმდებლობაში ასახვის მიზნით, შეიმუშავებს საკანონმდებლო წინადადებებისა და ცვლილებების პროექტებს; მონაწილეობს საქართველოს პარლამენტსა და სხვა უწყებებში/სამუშაო ჯგუფებში,  კანონის პროექტების განხილვის პროცესში და წარადგენს სახალხო დამცველის პოზიციებსა და მოსაზრებებს,”– ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

 

ეკატერინე ფოფხაძე. ფოტო – ეკატერინე ფოფხაძის Facebook გვერდი
ეკატერინე ფოფხაძე. ფოტო – ეკატერინე ფოფხაძის Facebook გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი