ახალი ამბები

საჯარო სკოლებში “მოქალაქის” დაფინანსებული ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართება

21 ნოემბერი, 2014 • • 1125
საჯარო სკოლებში “მოქალაქის” დაფინანსებული ოლიმპიადის პირველი ტური გაიმართება

ეს არის ივანიშვილის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს 1277 სკოლის 22 ათასზე მეტი მოსწავლე მიიღებს. მოსწავლეები ტესტირებას საკუთარ სკოლებში გაივლიან.

 

“გამოცდა კომპიუტერულად ტარდება. ერთი საათის განმავლობაში მოსწავლეებმა 40 დავალებას უნდა გასცენ პასუხი. ყველა დავალება არჩევითპასუხიანია – მოსწავლე ეკრანზე დაინახავს დავალებას და 4 სავარაუდო პასუხს, რომელთაგან უნდა მონიშნოს ერთ-ერთი. საკუთარ შედეგს მონაწილე ტესტირების დასრულებისთანავე შეიტყობს – მიღებული ქულა მონიტორზე გამოჩნდება”, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

 

მომდევნო ტურში გადასული მოსწავლეების სია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას.


“პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა.  სამოქალაქო განათლების  ოლიმპიადაში მონაწილეობენ საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეები“, – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. 


ოლიმპიადა ტარდება ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი