ეკონომიკა

“აჭარაბეთის” მენეჯერი: არ გამოვრიცხავ, იყოს დარღვევები და დაგვეკისროს ჯარიმა

18 ნოემბერი, 2014 • • 2162
“აჭარაბეთის” მენეჯერი: არ გამოვრიცხავ, იყოს დარღვევები და დაგვეკისროს ჯარიმა

“აჭარაბეთი” “ნეტგაზეთთან” საუბარში არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კაზინო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 200 მილიონზე მეტი ლარით დააჯარიმა:

 

“ამ ეტაპზე კონრეტულ დარღვევებზე საუბარი ნაადრევია, რადგანაც ჯერ საგამოძიებო სამსახურს მუშაობა არ დაუსრულებია. არ გამოვრიცხავ, რომ კომპანიაში აღმოჩნდეს მცირე დარღვევები. ბუნებრივია, დაგვეკისრება ჯარიმა, რომელსაც გადავიხდით.” 


“ნეტგაზეთს” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მედიასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, უწყება “აჭარაბეთში” ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს და გამოძიება 218–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გადასახადებისათვის თავის არიდებას ითვალისწინებს. 


მასალების გადაბეჭდვის წესი