ახალი ამბები

რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა

18 ნოემბერი, 2014 • • 871
რა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა

მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც პრემიერთან შეხვედრისას განიხილა:

 

“ევროპარლამენტი გააანალზებს სავიზო რეჟიმის თემას და რაც შეიძლება უფრო ეფექტურს გახდის ამ პროცდურას იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის უფრო გამარტივდეს წვდომა ევროპულ ბაზარზე. ჩვენ ვისაუბრეთ რეფორმებზე. პრემიერთან ხაზი გავუსვით იმ მოლოდინებს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია დემოკრატიული ინსტიტუტების თვალსაზრისით. ასევე, მართლმსაჯულების სისტემის, რაც მიბმულია, ჩვენი თანამშრომლობის ხელშეკრულებასთან. ვისაუბრეთ იმ ფინანსურ დახმარებაზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს გამოუყოფს. ჩვენ ვილაპარაკეთ რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა გააჩნია საქართველოზე. ასევე, სიტუაციაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”, – განაცხადა შულცმა.


მარტინ შულცი და ღარიბაშვილი - EPA/JULIEN WARNAND
მარტინ შულცი და ღარიბაშვილი – EPA/JULIEN WARNAND


მასალების გადაბეჭდვის წესი