ახალი ამბები

საგანელიძის თქმით, “თავდაცვის უწყების საქმის” საიდუმლო მასალები მას პრემიერმა გააცნო

5 ნოემბერი, 2014 • • 959
საგანელიძის თქმით, “თავდაცვის უწყების საქმის” საიდუმლო მასალები მას პრემიერმა გააცნო

“მაქვს ის მასალები, რაც წარმოადგინა პრემიერმა ჩვენს შეხვედრაზე პოლიტსაბჭოს დროს… შაბათს რომ შევიკრიბეთ, პრემიერმა ბევრი მასალი წარმოადგინა. გუშინ ასევე ბევრ დეტალზე გვქონდა საუბარი, შეხვედრაზე, რომლსაც თავისუფალი დემორკატები არ დაესწრნენ… ეს იყო კაბელების საკითხი, რა იყო პირველი ტენდერის მოთხოვნა, რამდენი იყო თანხა, როგორი ეტაპებით იყო გადარიცხული, ეს არის სერიოზული ინფორმაცია. არც ერთი კომერციული კონტრაქტი ასეთი სახით არ დგება”, – განაცხადა საგანელიძემ.

 

კითხვას, კონკრეტულად რა მასალებზე საუბრობს იგი, საგანელიძემ ასე უპასუხა:

 

“როცა ირაკლი ალასანია ბრძანდებოდა, მას ჰქონდა ის მასალები, რაც ჰქონდა პროკურორს. მაშინ დაისვა კითხვები, რაზეც პასუხი არ იყო. გუშინაც იყო დამატებითი მასალები. რომლებიც ეხებოდა იმ საქმეს, რაზეც გამოძიება ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო”, – აღნიშნა საგანელიძემ.

 

თავისუფალი დემოკრატების წევრი დავით ონოფრიშვილი არ ადასტურებს ინფორმაცია იმის თეობაზე, რომ შაბათის პოლიტსაბჭოს სხდომაზე საქმის მასალები იყო წარმოდგენილი:


“იყო რამდენიმე შეკითხვა, რაზეც ირაკლი ალასნაიამ კონკრეტული პასუხები გასცა. არ ვიცი, რამდენად დააკმაყოფილა ამ პასუხებმა პრემიერი. მან ღარიბაშვილს 2-3 ფურცელზე ჩამოწერილი არგუმენტები გადასცა, რადგან პრემიერი არ იცნობდა საქმის ახალ მასალებს. ღარიბაშვილმა რამდენიმე კითხვა დასვა, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო საგამოძიებო მასალები”.


“მე მასალების დიდი ნაწილი ვიცი და გავეცანი. აშკარად ჩანს იქ კორუფციული გარიგებები”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ 4 ნოემბერს.


” ჩანს სერიოზული ფინანსური დარღვევები და ამ ფონზე ალასანია აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრეცში ფერხდება. მეც ამ გუნდის წევრი ვარ და ამას ნურავინ ნუ დამაბრალებს. თუ კორუფციას თვალი არ დავუხუჭეთ, თურმე ევროატლანტიკუირი გზისკენ რაღაც ფერხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ ნიღაბს ამოვეფაროთ, პოლიტიკა წინ დავიყენოთ და ნებისმიერ ფინანსურ მაქინაციებს გზა მივცეთ და მწვანე ავუნთოთ”- თქვა დეპუტატმა.


საქმის ზემოხსენებული მასალები სადუმლოა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატები პროკურატურისგან მის გადაცემას ამ დრომდე ითხოვენ. სილქნეტთან დადებულ ხელშეკრულებას თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო გრიფი მოხსნა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ძალაში ჯერ ვერ შევა, რადგან საქმის მასალები საჯარო ვერ გახდება მანამდე, სანამ შსს–ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი შესაბამის დასკვნას არ გასცემს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი