ახალი ამბები

საკრებულოს წევრები, რომლებმაც ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას დაუჭირეს მხარი

3 ნოემბერი, 2014 • • 1226
საკრებულოს წევრები, რომლებმაც ჩოლოყაშვილის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას დაუჭირეს მხარი

 დოკუმენტის მიხედვით, ამ გადაწყვეტილებას მხარი 31-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის არიან რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი. თუმცა, როგორც ელისაშვილმა, ისე ზურაბიშვილმა ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სხდომას ესწრებოდნენ, მაგრამ მათ ამ კონკრეტული საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, რადგან იმ დროისთვის წარმომადგენლობითი თვითმმართველობის ორგანოს სხდომის დარბაზი უკვე დატოვებული ჰქონდათ:

 


“კენჭისყრის პროცედურა ასეთია, იქ სპეციალური ბარათები გამოიყენება, რომელსაც ხმის მიცემისას სისტემას უერთებ. როდესაც მიდიხარ, უნდა ამოიღო ის ბარათები, მაგრამ შეიძლება არც ამოიღო, იმიტომ, რომ ეს ბარათები საკრებულოსია. როგორც ჩანს, ვიღაცამ დააჭირა თითი… ვერ გეტყვით, რა მოხდა. ზურაბიშვილი ადრე წავიდა. როდესაც ხმაური ატყდა არეშიძის საკითხის განხილვისას, მაშინ წავიდა ზურაბიშვილი”, – ამბობს ხათუნა სამნიძე რესპუბლიკელების ფრაქციის ლიდერი საკრებულოში.


მისივე თქმით, ზურაბიშვილს წასვლის შემდეგ არც სხვა დეპუტატისთვის უთხოვია მისი ბარათის გამოყენება. რაც შეეხება იმას, ხომ არ მოხდა ხმის გაყალბება, სამნიძის თქმით, თუ ასეთი რამ ხდება, კენჭისყრა საერთოდ აზრს კარგავს:


“შემდეგ სხდომაზე ამით დავიწყებ საუბარს”, – აღნიშნავს იგი.


მასალების გადაბეჭდვის წესი