ეკონომიკა

ჯეოსელში აღმასრულებელი დირექტორი შეიცვალა

31 ოქტომბერი, 2014 • • 1639
ჯეოსელში აღმასრულებელი დირექტორი შეიცვალა

კომპანიის ინფორმაციით, ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, პასი კოისტინენი კი შემდგომ საქმიანობას თავის ქვეყანაში, თელიასონერას ფინეთის ადგილობრივ წარმომადგენლობაში გააგრძელებს. 

 

ჯეოსელის ახალი გენერალური დირექტორი, სმალინსკი, საქართველოში ჩამოსვლამდე თელიასონერაში საქმიანობდა. კერძოდ, თელიასონერას International Carrier-ში (თელიასონერას ინტერნეტისა და ხმოვანი ტრაფიკის საერთაშორისო გადამტანი კომპანია).

 

პაველ სმალინსკის ახალი ტექნოლოგიებისა და სერვისების დანერგვის 15-წლიანი გამოცდილება აქვს გაყიდვებისა და გენერალური მენეჯერის პოზიციებზე ტელეკომუნიკაციის სფეროში.


პაველ სმალინსკი
პაველ სმალინსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი