ახალი ამბები

ბაქრაძის თქმით, სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოწონებით ერთადერთი რუსეთი შეხვდა

2 აგვისტო, 2014 • • 1000
ბაქრაძის თქმით, სააკაშვილისთვის  პატიმრობის შეფარდებას მოწონებით ერთადერთი რუსეთი შეხვდა

“ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა პრაქტიკულად ჩვენ თვალწინ ფორმირდება ახალი წესრიგი. როდესაც უკრაინის მოვლენების და სამგზავრო თითმფრინავის ჩამოგდების გამო, ჩვენ თვალწინ ჩნდება ახალი წყალგამყოფი, რომლის ერთ მხარეს დგას დემოკრატიული მსოფლიო, ხოლო მეორე მხარეს დგას რუსეთი. ამ დროს საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯს, რომლის წინააღმდეგაც მას დაჟინებით აფრთხილებდნენ ჩვენი მთავარი მოკავშირეები, დგამს ნაბიჯს, რომელსაც დაჟინებით ეწინააღმდეგებოდა აშშ და ევროკავშირი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნაბიჯი ჩვენ ჩვენი მთავარი მოკავშირეებისგან გადაგვიყვანს წყალგამყოფის მეორე მხარეს, იქ სადაც არის რუსეთი. ერთადერთი მხარე, რომელიც ამ ნაბიჯს შეხვდა მოწონებით, რუსეთი და ვლადიმერ პუტინია”, – განაცხადა ბაქრაძემ სპეციალურ ბფრიფინგზე. 


მისისვე თქმით ყოფილი პრეზიდენტისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება გაართულებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას, ხოლო დაზარალებული ევროინტეგრაციის პროცესს, საქართველოს ყველა მოქალაქე იგრძნობს. 


შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკამყოფილა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი 28 ივლისს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით “საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას”

 

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2013 წლის 25 ოქტომბრიდან და ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაკითხულია 100-მდე მოწმე, საქმეს ერთვის არაერთი ვიდეო ჩანაწერი, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები და სხვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები. საქმეზე გამოძიების მიერ შეკრებილი მხოლოდ დოკუმენტური მტკიცებულებები შეადგენს 80 ტომს


სააკაშვილთან ერთად ბრალი წარედგინა ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიორგი უგულავას. მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილის და გიორგი უგულავას მიმართ გამოიტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.

გამოძიება გრძლედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი