მურა დათვი (ლათ. Ursus arctos) — მტაცებელი, ძუძუმწოვარი, დათვისებრთაოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი „გრიზლის“ სახელითაა ცნობილი. ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და შუა აზიის მთებში, ყველგან შედარებით მცირერიცხოვანია. ზოგან განადგურდა. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით.
ეს არის მოცეკვავე დათვი, რომელიც ბულგარეთში ბოშების ოჯახის ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. მას სასტიკად ექცეოდნენ, აიძულებდნენ ალკოჰოლის მიღებას. დათვი, როგორც მოცეკვავე ისე გაწვრთნეს და ტურისტებს ართობდა. მოცეკვავე დათვის მიერ გამომუშავებულ ფულს ბოშების ოჯახი ხარჯავდა. დათვი ბოშების ოჯახისაგან ბრიჯიტ ბარდოს ფონდმა „ოთხმა თათმა“ იყიდა და Dancing Bears –ის ნაკრძალში მოათავსა.
მოგვიანებით, ეს დათვიც ტყვეობიდან ბრიჯიტ ბარდოს ფონდმა გაათავისუფლა და და Dancing Bears –ის ნაკრძალში მოათავსა.
ვიეტნამის მთავრობამ გამოსცა კანონი, რომლიც მიხედვითაც დათვის ნაღველის მოპოვება აკრძალულია. ამის მიუხედავად დათვის ნაღველის რეკლამირება აქტიურად ხდება.