“ახლა მე ეს პრიზი არ მანაღვლებს. მე არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა მინდოდა, ყველა არგენტინელისთვის”, – განაცხადა მესიმ და დასძინა, რომ მისი ერთადერთი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობა იყო და ყველა სხვა ტიტული სიტუაციასთან შეუსაბამოა.
“ძალიან მტკივნეული იყო ეს წაგება, რადგან პენალტები უკვე ძალიან ახლოს იყო. ჩვენ შევძელით ფინალში გასვლა, მაშინ, როდესაც [მოყოლებული 1990 წლიდან] არგენტინის ნაკრები ნახევარფინალშიც კი არ გასულა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ წაგებით. მიუხედავად იმისა, რომ ბურთს გერმანია აკონტროლებდა, ჩვენ 3 რეალური საგოლე მომენტი გვქონდა: ჩემი, გონსალო იგუანის და პალასიოს შანსები, მაგრამ არ გაგვიმართლა და ვერ გამოვიყენეთ. ახლა წინ უნდა ვიაროთ”, – აღნიშნა მესიმ.