ახალი ამბები

ილია მეორე სახელმწიფოს, ბიზნესსა და მღვდლებს მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მიმართავს

2 ივლისი, 2014 • • 1388
ილია მეორე სახელმწიფოს, ბიზნესსა და მღვდლებს მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მიმართავს
ილია მეორე მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ სასწრაფოდ მიიღოს ზომები სათანადო რეგულაციების შესამუშავებლად, რომელიც მიწის უცხოელებზე გასხვისებას ხელს შეუშლის. საპატრიარქო დღეს გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლი ამის შესაძლებლობას იძლევა.
 
 
საპატრიარქო მიმართავს ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომ მათი საკანონმდებლო რეგულაციების დადგენამდე შეაჩერონ სესხის დაფარვის მიზნით მიწების გასხვისების პროცესი, ან შეღავათიანი გადახდის პირობები დააწესონ. 
 
 
ილია მეორემ ლოცვა-კურთხევა მისცა სოფლებში მომუშავე სასულიერო პირებს, რომ ყოველწლიურად უფასოდ უკურთხონ მიწათმოქმედებს ნაკვეთები, თესლი და მოსავალი, სახლ-კარი, საქონელი და პირუტყვი, რომ “ხალხის შრომამ ნაყოფი გამოიღოს და დაცული იყოს სხვადასხვა საშიშიროებისაგან. ეს უძველესი ტრადიცია უნდა აღდგეს და მოსახლეობამ გაითავისოს.”
 
 
“დღეს, როდესაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა და ბევრ შეთხევაში იძულებულია თავისი ქონება ძალზედ იაფად გაასხვისოს, ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს:, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 
ილია მეორე
ილია მეორე
 
საპატრიარქო დღევანდელი განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გააუქმა მორატორიუმი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის უფლების ჩამორთმევის შესახებ. საპატრიარქო აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება “ქართული მიწა-წყლის დაკარგვას” გამოიწვევს
 
 
“არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც პირველ რიგში ეკუთვნით აქაური სიკეთე და დოვლათი,  აღარ ჰქონდეს შიდა სამეწარმეო რესურსის გამოყენების საშუალება.”
 
 
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 24 ივნისს “სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის” 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ანტიკონსტიტუციურად სცნო. უცხოელებისთვის მიწის ფლობაზე მორატორიუმი 2013 წლის ივლისში ამოქმედდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების უფლების მოპოვება 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი