ეკონომიკა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში და ჩოხატაურში საწარმოები დახურა

19 ივნისი, 2014 • • 1241
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში და ჩოხატაურში საწარმოები დახურა

სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის დარღვევა, გაუმართავი სავენტილაციო სისტემა, აღჭურვილობებისა და მოწყობილობების გამოყენება დეზინფექციის გარეშე და სხვა დარღვევები გახდა საწარმოს დახურვის საფუძველი.

 

გარდა ამისა, ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ ლიმონათის ერთ ნიმუშში, კერძოდ, ლიმონათი “ბამბო” ფეიხოას მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები დადგენილ ნორმებს არ შეესაბამება.


ი/მ “ანა ზახაროვას” ლიმონათის ჩამოსასხმელი საამქრო დაიხურა და 1000 ლარით დაჯარიმდა.


სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს და 1000 ლარით დააჯარიმეს ჩოხატაურში მდებარე ი/მ “ივანე კალანდაძის” სურსათის სარეალიზაციო ობიექტი, რომელიც ჩოხატაურის საბავშვო ბაღებს ხორცით, ბოსტნეულითა და სხვა სასურსათო პროდუქტებით ამარაგებდა.

 

“მიმდინარე წელს ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიეცა საშუალება, წინა წელთან შედარებით, 300 %-ით გაზარდოს ინსპექტირების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფას” – აცხადებენ სურსათის უვნებლობის სააგენტოში.    

სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო

მასალების გადაბეჭდვის წესი