ახალი ამბები

ჭიკაიძე: საქართველომ ქიმიური საფრთხეების წინააღმდეგ სამოქმედოდ ერთიანი სტრატეგია დაამტკიცა

2 ივნისი, 2014 • • 1241
ჭიკაიძე: საქართველომ ქიმიური საფრთხეების წინააღმდეგ სამოქმედოდ ერთიანი სტრატეგია დაამტკიცა

კონგრესი შინაგან საქმეთა მინისტრ ალესნდრე ჭიკაიძის გამოსვლით გაიხსნა. მინისტრის თქმით, საქართველომ 2014 წლის თებერვალში შეიმუშავა ქბრბ (ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული) უსაფრთხოების იწნააღმდეგ ერთიანი სტრატეგია. 

 

“ქბრბ რისკებისა და საფრთხეები შემცირება მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვენლოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. გამონაკლისი არც საქართველოა. 2014 წელს დამტკიცდა ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია. მისი ეფექტიანი განახლების მიზნით შსს სამინისტროს ხელმძღვანელობით შეიქმნა შესაბამისი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის თავმჯდომარე ჩემი მოადგილე ლევან იზორიაა”,- განაცხადა შსს მინისტრმა.

 

ალექსანდრე ჭიკაიძე
ალექსანდრე ჭიკაიძე

ჭიკაიძის განცხადებით, შსს მისი ფუნქციებიდან გამომდინარე არის წამყვანი უწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში ქბრბ უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში. ამ მიმართულებით მუშაობს შსს-ს საპატრულო პოლიციის ოპერატულ-ტექნიკური და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი და სასაზღვრო პოლიცია. 

 

ჭიკაიძის თქმით, ამ უწყებების მოვალეობაა ქბრბ რისკებზე რეაგირება, სამაშველო ღონისძიებები და საშიში მასალების იდენტიფიკაცია, ასევე, უსაფრთხო ადგილზე ტრანსპორტირება. მინისტრის განცხადებით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშითან, ნატოსა და გაეროსთან.

 

კონგრესზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, რომელმაც თქვა, რომ საქართველო ამ ღონისძების ჩატარებით აღარებული იქნა საერთაშორისო აქტივობების ერთ-ერთ ცენტრად: 

 

“ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო სულ უფრო მზარდად ხდება ცენტრი სხვადასხვა საერთაშორისო საქმიანობისთვის და გასაგებია, რომ ეს კონგრესი აქ ტარდება. მოდი ვაღიაროთ, რომ საქართველო გახდა ნიმუში ისეთი ქვეყნის, რომელიც განიხილება ამ შეკრებაზე”, – თქვა ნორლანდმა. 

ბირთვული უსაფრთხოება
ბირთვული უსაფრთხოება

მასალების გადაბეჭდვის წესი