ახალი ამბები

აფხაზეთის დღე საპატრიარქოში

23 მაისი, 2014 • • 1312
აფხაზეთის დღე საპატრიარქოში

“მხოლოდ სათნოებით, მხოლოდ ნდობის აღდგენით, მხოლოდ იმ განწყობით, რა განწყობითაც არის თვითონ პატრიარქი ამ პრობლემის მიმართ, აღვადგენთ აფხაზეთში მისასვლელ გზებს. მინდა მას [პატრიარქს] ადამიანური მადლობა ვუთხრა იმ ტკივილისთვის, რომელსაც ის ატარებს, და იმ საოცარი შრომისთვის, რომელსაც ის ყოველდღე ეწევა ამ კონფლიქტის მოგვარებისთვის. ჩვენ ვართ ამის მოწმე. მისი ეს შრომა უფლის ნებით დაგვირგვინდება იმით, რომ ჩვენ, აფხაზები და ქართველები, აღვადგენთ იმ მისასვლელ გზას, რომლის ერთ-ერთი ქვა არის ის, რასაც აფხაზეთის დღის აღნიშვნა ჰქვია,”- განუცხადა ნეტგაზეთს ვახტანგ ყოლაბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. 

 

კონფერენციას აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების გარდა სოხუმის უნივერსიტეტისა და სხვა სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც აფხაზეთის შესახებ მოხსენებებით გამოვიდნენ. 

 

“დღევანდელ დღეს ყველამ უნდა გაითავისოს, თუ რა არის საქართველოსთვის აფხაზეთი, ეს კონფერენციაც, რომელიც საპატრიარქოში ტარდება, სწორედ ამ მიზანს ისახავს, რომ სრულიად საქართველომ უნდა გაითავისოს აფხაზეთის ტკვილი, აფხაზეთის პრობლემა. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა პრობლემა და ტკივილი. და როდესაც საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანი გაითავისებს ამას, როგორც საკუთარ პრობლემას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ უფრო გაგვიადვილდება, რომ ვნახოთ აფხაზებისაკენ მისასვლელი, სუფთა ხელით და პატიოსანი გზით, რომელიც ჰქონდა ყოველთვის ჩვენს წინაპრებს, და ექნებათ მომავალშიც,”- ამბობს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, სერგო ვარდოსანიძე.  

 

“23 მაისი მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეა. როგორც ცნობილია, წმინდა სვიმონ კანანელი სოხუმთან ახლოს, სოფელ კომანშია დაკრძალული. ამდენად, ბუნებრივია, რომ მოციქულის მიმრქმელი ამ მხარის ზეიმი მის სახელს დაუკავშირდეს,” – აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.


აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია საპატრიარქოში
აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია საპატრიარქოში

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია საპატრიარქოში
აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია საპატრიარქოში


აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია საპატრიარქოში
აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია საპატრიარქოში


მასალების გადაბეჭდვის წესი