ახალი ამბები

სამ მსჯავრდებულს აკრძალული ნივთის შენახვის გამო ბრალი წარედგინა

3 აპრილი, 2014 • • 1033
სამ მსჯავრდებულს აკრძალული ნივთის შენახვის გამო ბრალი წარედგინა

გამოძიების ინფორმაციით, 2014 წლის 31 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15-ე დაწესებულებაში მსჯავრდებულ ვ.ნ.-ს დაშლილი ერთჯერადი სამართებელი აღმოუჩინეს, რომელსაც ჩუმად ინახავდა.

 

2013 წლის 1 ნოემბერს იმავე დაწესებულების მსჯავრდებულ მ.კ.-ს ჩამოართვეს „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და თვითნაკეთი ცივი იარაღი, ე.წ. „შტირი“, რომლებსაც კანონის საწინააღმდეგოდ ინახავდა და სარგებლობდა.

 

2013 წლის 14 აგვისტოს ალკოჰოლური სასმელი აღმოუჩინეს მსჯავრდებულ მ.მ.- ს.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის 1 აპრილს, მსჯავრდებულებს, ვ.ნ.-ს, მ.კ.-სა და მ.მ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვა-ტარების და სარგებლობის ფაქტზე ბრალი წარედგინათ.

 

აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი