ახალი ამბები

ქალაქ რუსთავის მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიება დაიწყო

20 მარტი, 2014 • • 1020
ქალაქ რუსთავის მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიება დაიწყო

გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით,  შპს „ავტომობილი 2003“-სდირექტორი გელა შეყილაძე პასუხისგებაში მისცეს.


“გამოძიებით დადგინდა,  რომ 2012-2013 წლებში რუსთავის მერიასა და შპს „ავტომობილი 2003“-ს შორის, რუსთავის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების დაგვა – დასუფთავების და ნარჩენების გატანის თაობაზე, ხელშეკრულება გაფორმდა, რა დროსაც, საწარმოს მხრიდან თვითმმართველი ქალაქ რუსთავისთვის წარდგენილ საანგარიშსწორებო დოკუმენტებში, ყალბი მონაცემების შეტანის გზით, ზედმეტად იქნა ნაჩვენები 119  275 ლარის მომსახურების გაწევა. ტენდერის პირობების თანახმად, შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლი ევალებოდა რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსს გიორგი არჩვაძეს და ამავე სამსახურის   სპეციალისტებს,  დავით დანელიას და თამაზ ბაღაშვილს. აღნიშნულის მიუხედავად, მათ არაჯეროვნად შეასრულეს დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები, რითაც შპს „ავტომობილი 2003“-ის ხელმძღვანელებმა ისარგებლეს და ქალაქ რუსთავის საბიუჯეტო  თანხებს თაღლითური გზით დაეუფლნენ,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, და 342-ემუხლებით, რაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 6 დან  9 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი