ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ ბრიტანეთში ელჩი თედო ჯაფარიძე გახდება

27 ნოემბერი, 2013 • 959
მაია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ ბრიტანეთში ელჩი თედო ჯაფარიძე გახდება

როგორც ფანჯიკიძემ 27 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ თედო ჯაფარიძე ბრიტანეთში საქართველოს ელჩი გახდება.

“ამ კანდიდატურების შესახებ მსჯელობა იყო მთავრობის სხდომაზე, შემდეგ პრეზიდენტს გადაეგზვანა მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მათ შორის არ იყო თედო ჯაფარიძე, რადგანაც ბოლო პერიოდში ის არ იმყოფებოდა საქართველოში.  მე მასთან ვერ მოვახერხე შეხვედრა. გახსოვთ, რომ თავის დროზე ბატონმა თედომ განაცხადა, რომ მას აღარ სურდა დიდ ბრიტანეთში ყოფილიყო საქართველოს ელჩი.  წინა პერიოდის განმავლობაში ამ საუბრების გააქტიურებას არ ჰქონდა აზრი, რადგან მაინც არაფერი შეიცვლებოდა ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. მას შემდეგ, რაც განხორციელდა პრეზიდენტის ცვლილება, მე აღარ მქონდა ჯაფარიძესთან გასაუბრების საშუალება, ეს მხოლოდ მთავრობის სხდომის წინა დღეს მოვახერხე.  მას კორექტულობისთვის უნდოდა რომ კონსულტაციები პარლამენტის შიგნით გაევლო, ამიტომ წინა მთავრობის სხდომისთვის ვერ მოესწრო ამ საკითხის განხილვა, თუმცა ეს საკითხი დაბრუნდება დღის წესრიგში. მე გამოვთქვამ იმედს, რომ ბატონი თედო იქნება ელჩი დიდ ბრიტანეთში”.

 

მისივე თქმით, ჯერჯერობით ასევე დამტკიცებული არ არის  ესტონეთში საქართველოს ახალი ელჩიც. ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მათ შერჩეული ჰყავდათ კანდიდატურა, რომლის ვინაობაც მან პრესკონფერენციაზე არ დაასახელა, თუმცა ამ ადამიანის ოჯახურ მდგომარეობაში სამწუხარო ამბავი მოხდა და ამ უკანასკნელს არ აქვს საშუალება საქართველო დატოვოს.

 

“ ეს იყო გამოწვეული წმინდა ოჯახური პირობებით, შეასამისად, უკვე შევარჩიეთ ახალი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე, თუმცა ვერ მოვასწარით კანდიდატურისთვის შესაბამისი პროცედუერების გავლა”.

 

ახალი კანდიდატურა სამინისტროს ძალიან გამოცდილი დიპლომატია, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თუმცა  არც მისი სახელი დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი