კომენტარი

ლაბორატორია 1918

1 მაისი, 2013 • 1125
ლაბორატორია 1918

 მათ ლიბერალურ ჩუჩუნა, ნაცრისფერ დღის წესრიგში წინააღმდეგობის მნიშვნელოვნი პრეცედენტი შექმნეს. ადრე ისინი ბარელიეფები იყვნენ დღეიდან კი – გორელიეფები. მათ უჩვენეს მთავარი – უფლებებს არავინ მოგართმევს, ეს უფლებები მოსაპოვებელია!

 

ისინი მზად აღმოჩნდნენ იმისთვის, რომ ასფალტზე ეთრიათ მათი სხეულები, ყელში ეგრძნოთ პოლიციელის დონდლო თითები, მათ ჟანგბადი არ ყოფნიდათ სახელმწიფოს იღლიაში თავგაჩრილებს, მაგრამ მაინც წინ მიიწევდნენ. ჩვენ ვნახეთ ეს კადრები. ვნახეთ მათ, ვისთვისაც ყოველთვის მიუღებელი იყო პოლიციის მხრიდან ძალადობა, მათაც, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ძალადობას ამართლებდა და ახლა მოულოდნელად გულჩვილები გახდნენ და მათაც, ვინც გულისამრევი ხითხითით (“ესენი სისტემას არ ანგრევდნენ?”) შეხვდა ახალგაზრდების დაკავების კადრებს. და სახელმწიფოს იღლია? – ის ისევე ყარს, როგორც ადრე, როგორც ცოტა ხნის წინ, როგორც მაშინ, როგორც უწინ, როგორც აწი…

 

თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!

გამოქვეყნდა ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრიბლოგზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი