ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყებამ იშხანის საკითხზე თურქეთს მიმართა

9 აპრილი, 2013 • 1283
საქართველოს საგარეო უწყებამ იშხანის საკითხზე თურქეთს მიმართა

როგორც ფანჯიკიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საგარეო უწყებას ოფიციალური ანკარას საპასუხო წერილი ჯერ არ მიუღია და პასუხის მიღებისთანავე მას გაასაჯაროებს. ფანჯიკიძემ უშუალოდ იმ საკითხის შესახებაც ისაუბრა, რომელიც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თავის ღია წერილში დასვა.


“ამ თემის ერთი ნაწილი  წმინდა ექსპერტული საკითხია, რომელიც ამა თუ იმ ისტორიული ძეგლის რესტავრაციის კონკრეტულ მექანიზმებს და პროცედურებს ეხება და რომელიც ჩვენ კომპეტენციას სცილდება”, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ იმ საკითხზე, რომელიც  ექსპერტულ მხარეს ეხება, არქეოლოგებმა, ისტორიკოსებმა და დარგის სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ.


მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა.


“ჩვენ მოგვმართეს მათ ინიციატივით და ჩვენ ეს საკითხი გადავეცით თურქულ მხარეს, მაგრამ ჯერ მათგან პასუხი არ მიგვიღია”, – აღნიშნა მან.


შეგახსენებთ, რომ იშხანში სარეაბილიტაციო სამუშაოების დროებით შეჩერება მოითხოვეს კულტურის სამინისტრომ და საპატრიარქომ. პატრიარქის ქორეპისკოპოსის ინფორმაციით, იშხნის მონასტერი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო “ძალიან მძიმე მდგომარეობაშია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი