კომენტარი

გია დვალი: დღეს საქართველო ანტი-დემოკრატიული ქვეყანაა

30 სექტემბერი, 2012 • 3109
გია დვალი: დღეს საქართველო ანტი-დემოკრატიული ქვეყანაა

ძვირფასო მეგობრებო,

სამწუხაროდ,  დღეს საქართველო ანტი-დემოკრატიული ქვეყანაა, ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ყველა თვისებით. უკიდურესად შეზღუდულია სიტყვის თავისუფლება, არ არსებობს  დამოუკიდებელი სასამართლო და ასე შემდეგ.

გია დვალი
გია დვალი

თითოეული სიმახინჯე და პრობლემა სწორედ ამ მდგომარეობიდან გამომდინარეობს. მმართველი რეჟიმის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ამ პრობლემების საპირისპიროდ წარმოჩენა და ილუზიის შექმნაა, რომ ხელისუფლებას დემოკრატია სურს.

ამის კარგი მაგალითია სასიცოლო საუბრები თანამედროვე დასავლური ტიპის საუნივერსიტეტო სისტემის შექმნაზე, რაც პრინციპულად შეუძლებელია არადემოკრატიულ პირობებში. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო,  რომ ნებისმიერი არადემოკრატული მმართველობა სისტემატიზირებულ ტყუილზე და ძალადობაზეა დაფუძნებული, რაც თავისუფალ აზროვნებათან პრინციპულად შეუთავსებელია.

ამ მოკლე წერილის მიზანია არსებული მდგომარეობის მიმართ პროტესტის გამოთქმა. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ დემოკრატიას ქვეყანაში.

“ჩვენ”-ში იგულისხმება ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ წერილის შინაარსს იზიარებს. ნებისმიერი სამთავრობო გუნდი ან პოლიტიკური ძალა,  რომელიც დემოკრატიის გზას არ აირჩევს, აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას კატასტროფამდე.

გია დვალი,  

ნიუ იორკი 29. 09. 2012

მასალების გადაბეჭდვის წესი