ნემოს თავგადასავლის მეორე სერია გამოდის
პატარა, ფერადი თევზის, ნემოს თავგადასავალი გრძელდება. "პიკსარი" მხიარული მულტიპლიკაციური ფილმის მეორე ნაწილს სულ მალე გამოუშვებს - ამ ინფორმაციას skynews -ავრცელებს.
ფილმის მეორე ნაწილის გადაღება რეჟისორ ენდრიუ სტენტონს ჩაბარდა. მან თევზების ისტორია ახლებური თავგადასავლებით უნდა შეავსოს.
სტენტონს უკვე მოპოვებული აქვს 2 ოსკარი ნემოს პირეველი ნაწილისთვის და ასევე საუკეთესო ანიმაციური ნამუშევრებისთვის Wall-E. იგი ასევე ცნობილია მულტიპლიკაციური ფილმის “სათამაშოების ისტორია 3” -ით, რომელიც მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლოს.
ნემოს პირველმა ნაწილმა, რომელიც კომპიუტერული ანიმაციაა, 867.9 მილიონი დოლარი შეიტანა "პიკსარის" ბიუჯეტში.
იგი "პიკსარის" ანიმაციებს შორის მეორეა შემოსავლების მიხედვით.

კომენტარი