2012.07.18

The Black Eyed Peas -ის წევრი Taboo ბათუმის ჯაზფესტივალზე

ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში 20 ივლისს  საქართველოს პოპულარული ამერიკული ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი ჯგუფის The Black Eyed Peas -ის წევრი Taboo ეწვევა. 

Taboo  კონცერტს ამერიკულ ბენდთან ერთად გამართავს და მსმენელს ელექტრონულ კომპოზიციებს შესთავაზებს. კონცერტი ბათუმის “ტენის კლუბშია”  დაგეგმილი.

ამავე დღეს მსმენელს საშუალება ექნება,  ბაჩა მძინარიშვილის კვარტეტს  და დარენ ბარეტს მოუსმინოს.

ბათუმის ჯაზფესტივალი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და “თი–ბი–სი” ბანკის მხარდაჭერით უკვე მეექვსედ იმართება. ქართველ მსმენელში ის დიდი პოპულარობით სარგებლობს.