2012.06.26

The Rolling Stones-ის უცნობი ფოტოები

CNN–ი ჯგუფ The Rolling Stones-ის 12 ფოტოს აქვეყნებს, რომლებიც აქამდე გამოქვეყნებული არ ყოფილა.

ფოტოები ჯიმ მარშალს ეკუთვნის და ჯგუფის 1972 წლის ტურნეს დროსაა გადაღებული.

The Rolling Stones–ი 1972 წელს ამერიკულ ტურნეს მართავდა, რომელსაც  ფოტოგრაფი ჯიმ მარშალი ჟურნალ Life-ისთვის იღებდა.

ფოტოებზე აღბეჭდილია როგორც კონცერტები, ასევე რეპეტიციები, როდესაც ჯგუფის წევრები სიმღერებზე მუშაობდნენ, ან უბრალოდ ისვენებდნენ.