სტივენ კინგის ახალი რომანი ნაბეჭდი სახით გამოვა
ლიტერატურა,ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი, რომელიც საკუთარი წიგნების ელექტრონული სახით გამოცემაში ერთ-ერთი ლიდერია, ახალ წიგნს ამჯერად ჩვეულებრივ ფურცლებზე დაბეჭდავს:
”ასე რომ, ვისაც მისი წაკითხვა უნდა, ნამდვილი წიგნის შეძენა მოუწევს”, - განაცხადა მწერალმა.
Joyland - ასეთია მისი ახალი ნოველის სახელწოდება და ის კოლეჯის სტუდენტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც 1973 წელს სამხრეთ კაროლინაში ჩადის და მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება:
”მე მიყვარს დანაშაულები, მე მიყვარს საიდუმლოები და მე მიყვარს მოჩვენებები”, - განაცხადა სტივენ კინგმა. მისი ახალი წიგნი სამივე კომპონენტს აერთიანებს და დღის სინათლეს ივნისში იხილავს. თუმცა, ამ ყველაფრის გარდა, რედაქტორმა ჩარლს არდაიმ წიგნს გულდასაწყვეტიც უწოდა:
”ყველაზე გულქვა ადამიანიც კი ვერ შეძლებს თავის შეკავებას. კითხვა რომ დავამთავრე, სტივენს მივწერე, ჯანდაბა, სტივ, შენ მე ამატირე”, - განაცხადა რედაქტორმა.
ამერიკელი მწერალი, ძირითადად, ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრში წერს, თუმცა მას სხვა სტილის, მათ შორის კომიკური ჟანრის სცენარებიც აქვს დაწერილი.
სტივენ კინგი ავტორია სცენარებისა ფილმებისთვის: ”მწვანე მილი”, ”გაქცევა შოუშენკიდან”, ასევე, ”ნათება”(the Shining) ჯეკ ნიკოლსონის მონაწილეობით, რომლისთვისაც სტივენ კინგი Emmy-ზე იყო ნომინირებული.

კომენტარი