ახალი ამბები

ალექსი პეტრიაშვილის აზრით, ლევან იზორიას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა

30 სექტემბერი, 2015 • • 1122
ალექსი პეტრიაშვილის აზრით, ლევან იზორიას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა

 ყოფილმა პოლიციელმა გიორგი ბაბუნაშვილმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც მისი თქმით, ჩანს, რომ ლევან იზორიას ძმა ოპერატიული მუშაკების სპეციალური საშვით, ე.წ. ნარუშილოვკით სარგებლობს. “ნარუშილოვკის” მფლობელი თანამშრომელის გაჩერებისა და შემოწმების უფლება პოლიციას არ აქვს.

 

“აქ ბევრი გამოსაძიებელი არაფერია, კონკრეტულად ერთი მაღალჩინოსნის ძმის შემთხვევაში, ის არც პოლიციის თანამშრომელია, არც ოპერატიული საქმიანობის განმახორციელებლის ეტყობოდა რამე, ვერავინ ვერ გასცემდა საკუთარი ნებით და საკუთარი ინიციატივით შს მინისტრის მოადგილეზე ამ საშვს საახალწლო საჩუქრად… რომელიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასეთი საჩუქარს არ გაუკეთებდა”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა რუსთავის 2-ს გადაცემა “არჩევანში” ჩართვისას. 


კითხვას, უნდა დადგეს თუ არა იზორიას თანამდეობრივი პასუხისმგებლობის საკითხი, პეტრიაშვილი პასუხობს:

 

“არც ერთია მუშნი ზარანდია და არც მეორე დათა თუთაშხია, რომ წყნარად იარონ და გამოძიებას ველოდოთ. მის ადგილას ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული უნდა ჰქონდეს. შს მინისტრმა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ასევე განაცხადეს, რომ ვინც არ უნდა იყოს, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს. აქ ბევრი არაფერია გამოსაძიებელი. იყო კონკრეტული დოკუმენტი კანონდარღვევით, არასათანადოდ გაცემული და ეს კანონდარღვევა მის მიერ იყო თუ არა წაქეზებული, ეს მართლაც შეიძლება გამოსაძიებელი იყოს. 

 

მე მგონია, მორლაურად ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული უნდა ჰქონდეს, მაგრამ გამოძიების საქმე მართლაც ძალიან მაინტერესებს, რადგან ეს პრინციპის და მუნდირის ღირსების საქმეა”, – აცხადებს პეტრიაშვილი.


მასალების გადაბეჭდვის წესი