ახალი ამბები

წულუკიანი: პარლამენტის კარი ქალებისთვის არის დახურული

24 სექტემბერი, 2015 • • 993
წულუკიანი: პარლამენტის კარი ქალებისთვის არის დახურული

“დღეს დედამიწაზე დადის საქართველოს 4 600 000 მოქალაქე. აქედან 2 500 000 ქალია,  2 100 000 – კაცი. საქართველოს 2 500 000 ქალი მოქალაქიდან ნახევარი მილიონი არის არასრულწლოვანი გოგონა. პათეტიკაში არ ჩამომართვათ, მაგრამ პარტიული სიებისთვის კვოტის დაწესება ამ ნახევარი მილიონი გოგონასთვის მინდა. თუ პარტიები, როცა სიებს ადგენენ, ფიქრობენ იმას, რომ პროფესიონალი ქალი ჩასვან, რატომ არის 18 ქალი 150 დეპუტატში, რატომ? რატომ იყო წინა პარლამენტში 11 ქალი 150 დეპუტატიდან? თუკი ბუნებრივად აფიქრდებათ ხოლმე საპირისპირო სქესის პოლიტიკოსებს, რომ ქალები ჩასვან სიაში. დღეს პარლამენტის კარი, იმიტომ, რომ პარტიების სიაში ქალების ჩასმაზე არ ზრუნავენ, ქალებისთვის არის დახურული. ეს არის რეალობა”,  განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე წარმომადგენლობით ორგანოებზე ქალთა კვოტირების დაწესებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საინციატივო ჯგუფის საკანონმდებლო წინადადება დღეს, 24 სექტემბერს განიხილეს. შეთავაზების მიხედვით, პარტიულ სიებში ყოველი მეორე უნდა იყოს ქალი, რაც მაჟორიტარული და პროპორციული სისტემის პირობებში ქალებისთვის 38 ადგილის დატოვებას გულისხმობს.

 

სხდომას ესწრებოდა თეა წულუკიანი. მინისტრმა განაცხადა, რომ თუ პარლამენტარები მხარს არ დაუჭერენ პარტიული კვოტირების დაწესებას, მაშინ ღიად თქვან, რომ 38 ადგილი საქართველოს 2 500 000 ქალისთვის ბევრია.

 

“ყველა შევსწრებივართ პოლიტიკური სიების შედგენას. რატომღაც ხდება ხოლმე ისე, რომ სია უცბად ივსება და ეს სია უცბად ივსება მხოლოდ მამაკაცებით. შემდეგ დაიწყება ხოლმე მოძიება იმიტომ, რომ გაალამაზონ სია, თუკი არის აქტივში ქალი, დაამატებენ ხოლმე. არ მახსოსვს შემთხვევა, რომ სიის შედგენისას პარტიებს ეფიქრათ იმაზე, რომ პირველ ათეულში, რომელიც გამსვლელ ათეულად ითვლება, იმისდა მიხედვით, რამდენად დიდია პარტია, თუნდაც ერთი მესამედი მაინც ყოფილიყო ქალი”, – განაცხად თეა წულუკანმა.

 

დღეს ჩვენი პარლამენტი არ ასახავს საქართველოს საზოგადოებას. პარლამენტი საქართველოს საზოგადოებას უნდა ასახავდეს. იუსტიციის მინისტრს მიაჩნია, რომ კანონმა პარტიები უნდა დაავალდებულოს, სიების შედგენისას იფიქრონ ქალ კანდიდატებზეც.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი