ახალი ამბები

“თელია სონერას გადაწყვეტილება რეგიონიდან გასვლაზე, ჯეოსელის ოპერირებაზე არ აისახება”

24 სექტემბერი, 2015 • • 1103
“თელია სონერას გადაწყვეტილება რეგიონიდან გასვლაზე, ჯეოსელის ოპერირებაზე არ აისახება”

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ კომპანია „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე.


“შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანია „თელია სონერას“ საქართველოში საქმიანობას და მის გეგმებს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის კუთხით. ასევე, „თელია სონერას“ ხელმძღვანელობამ შეხვედრაზე ისაუბრა გადაწყვეტილების შესახებ, დაიწყოს ევრაზიის რეგიონში (ყაზახეთი, საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ნეპალი) ოპერირების შემცირების, ხოლო, დროთა განმავლობაში მთლიანად დატოვების პროცესი. ეს გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას კომპანიის ოპერირებაზე. „ჯეოსელის“ საქმიანობა, ინიციატივები და პროექტები გრძელდება ჩვეულ რეჟიმში.


წლების განმავლობაში „ჯეოსელი“ „თელია სონერას“ ჯგუფის ფარგლებში წარმატებულად წარმართავდა გრძელვადიან საქმიანობას და ქვეყანაში ახორციელებდა პასუხისმგებლობით სავსე ბიზნესპრაქტიკას, რაც მომავალშიც იმავე მიმართულებით გაგრძელდება. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, „ჯეოსელი“ საქართველოში მომავალშიც აქტიურად იმუშავებს, მეტიც, კომპანია ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს. „თელიასონერას“ რეგიონულმა ხელმძღვანელებმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატით და აღნიშნეს, რომ „ჯეოსელი“ საქართველოში მისი საქმიანობის გაფართოებას აპირებს, კერძოდ, კომპანიის ინფრატრუქტურის განვითარებაში მრავალმილიონიანი ინვესტიციები ჩაიდება მყარ ვალუტაში. როგორც „თელია სონერას“ და „ჯეოსელის“ ხელმძღვანელობა აცხადებს – კომპანიას გააჩნია სრული ამბიცია, რომ ნებისმიერი ინვესტორისთვის დღევანდელი სახით არსებული „ჯეოსელი“ არის ძლიერი ფინანსური მდგომარეობის, ჩამოყალიბებული მიზნებისა და ღირებულებების მქონე კომპანია, რომელიც კვლავაც დარჩება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი თანამონაწილე”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი