ახალი ამბები

ობამა არმიის ხელმძღვანელის პოსტზე ღია გეის წარადგენს

19 სექტემბერი, 2015 • • 1095
ობამა არმიის ხელმძღვანელის პოსტზე ღია გეის წარადგენს

47 წლის ფენინგი ეროვნული უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტია და ამ სფეროში ორ ათეულ წელზე მეტია, რაც მუშაობს და კურირებდა პენტაგონის უმსხვილეს პროგრამებს. ამჯერად კი, თუკი მას ობამას წარდგენის შემდეგ სენატი დაამტკიცებს, ჯარს უხელმძღვანელებს.

 

“ფენინგის წარდგენა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება პენტაგონისთვის, სადაც ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ უკრძალავდნენ ღია გეი სამხედრო მოსამსახურეებს მსახურებას. აკრძალვის პოლიტიკა არ მოქმედებედა სამოქალაქო ლიდერებზე, როგორიცაა ფენინგი”, – წერს “ვოშინგტონ პოსტი”.

 

“ერიკს თან მოაქვს მრავალწლიანი გამოცდილება და გამორჩეული ლიდერის უნარები მის ახალ ამპლუაში,” – განაცხადა ობამამ.

ერიკ ფენინგი, ფოტო: თეთრი სახლი
ერიკ ფენინგი, ფოტო: თეთრი სახლი

მასალების გადაბეჭდვის წესი