ახალი ამბები

”ტურავა, მოდი სამსახურში” – აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

16 სექტემბერი, 2015 • 1003
”ტურავა, მოდი სამსახურში” – აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

 

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან
აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

 

 „ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ მოსამართლე გაურბის მის პირდაპირ მოვალეობას, არ მოდის სასამართლოში და მოვუწოდებთ ტურავას, ნუ იმალება, მოვიდეს და მიიღოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას პროცესთან დაკავშირებით. მოვედით, რათა  შევახსენოთ მას მისი უფლებები და ვალდებულებები“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელმა თორნიკე ხალვაშმა.  მისი თქმით, ამ დროისათვის ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ 50-მდე ახალგაზრდას აერთიანებს.

 

აქციაზე იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებიც.


აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან
აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

 

„ჩვენ  ვითხოვთ მოსამართლე მერაბ ტურავამ აღასრულოს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა,  გაეცნოს არსებულ საქმეს და ხელი მოაწეროს, რასაც მას კანონი და კონსტიტუცია ავალდებულებს. სამწუხაროა, რომ კონსტიტუციის გარანტი საქართველოში არღვევს კონსტიტუციას, ის კვლავ მოქმედებს შევარდნაძისეული მეთოდებით, როცა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისგან თავს იკავებდა  და ყოველთვის „ავად ხდებოდა“ – განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.  

 

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან
აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

მასალების გადაბეჭდვის წესი