ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი ერევანს იარაღის შესაძენად 200 მილიონ აშშ დოლარის სესხს მისცემს

8 სექტემბერი, 2015 • • 850
მოსკოვი ერევანს იარაღის შესაძენად 200 მილიონ აშშ დოლარის სესხს მისცემს

სარგსიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ყარაბაღის პრობლემა, რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ფასები განიხილეს. სარგსიანის ვიზიტის ერთ-ერთ საკვანძო განსახილველი საკითხი კი შეიარაღებაზე შეღავათიანი კრედიტის მიღება იყო. 

 

“შეთანხმება 200 მილიონი აშშ დოლარის შეღავათიანი კრედიტის შესახებ ხელმოწერილია. ეს საშუალებას მოგვცემს შეიარაღება განვაახლოთ”, – განაცხადა სარგსიანმა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი