ახალი ამბები

ბათუმში მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

3 სექტემბერი, 2015 • 3592
ბათუმში მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

 

  ხიმშიაშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  30 თვეში   38 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი „ალიანს პალასი“ გაიხსნება, რომლის  პირველ რვა  სართულზე საერთაშორისო ბრენდის „მერიოტის“ სასტუმროს განთავსება იგეგმება. მთავრობის ინფორმაციით,  „Marriott International“ აჭარაში  ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად  შემოდის. უკვე ხელმოწერილია ძირითადი მემორანდუმი და მიმდინარეობს ხელშკერულების დეტალების დამუშავება.

 

  საძირკვლის ჩაყრას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, აჭარის   მთავრობის თავჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის   უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის   ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე,  ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა თანამდებობის პირები,  ასევე ამერიკის სასტუმროთა ასოციაციის “ემირიტუს”  პრეზიდენტი  ჯოზეფ მაკინერნეი და კომპანიის დირექტორი გიორგი ბიწაძე.

  

   „ალიანს პალასის” საერთო საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი აშშ დოლარია.  კომპლექსის მშენებლობის დროს 1200 , ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ ოპერირებისას  300 ადამიანი დასაქმდება.   

 

   არქიტექტურის მქონე მრავალფუნქციური კომპლექსის ავტორი ბათუმელი არქიტექტორი მინდია გურგენიძეა.  პროექტი, რომელიც  მოიწონა „მერიოტის “ ქსელის ხელმძრვანელობამ  ზღვასთან და ბათუმის ბულვართან ახლოს,  ქალაქის ელიტარულ უბანში მდებარეობს.

ობიექტის დათვალიერების დროს ირაკლი ღარიბაშილმა “კატასტროფა” უწოდა სახლს რომელიც ბათუმში “მაგნოლიას” სახელით არის ცნობილი.  “ეს არის ძველი შენობა”-უპასუხა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ ღარიბაშილს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი