ახალი ამბები

ეკა მიშველაძე: დღეის მონაცემებით დაზუსტებით ვიცი, რომ გადაცემა არ დაიხურება

31 აგვისტო, 2015 • • 1715
ეკა მიშველაძე: დღეის მონაცემებით დაზუსტებით ვიცი, რომ გადაცემა არ დაიხურება

ამ შეხვედრას წინ უსწრებდა რამდენიმე პორტალის მიერ არხის ანონიმურ თანამშრომლებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ეკა მიშველაძის ტოკ-შოუ დაიხურა, თუმცა ჟურნალისტი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ “საქმე ცუდად არ არის”.


“ჯერჯერობით გადაცემის დახურვაზე საუბარი არ არის. რაღაც ცვლილებები იქნება, თუმცა დაზუსტებით ჯერ ვერ ვიტყვი. მიმდინარეობს მოლაპარაკება და მსჯელობა. დღეის მონაცემებით დაზუსტებით ვიცი, რომ გადაცემა არ დაიხურება. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს მიშველაძე და დასძენს, რომ დანარჩენ კითხვებს პირველი არხი თვითონ უპასუხებს განცხადებით.


 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 20 ივლისს ახალი სატელევიზიო სეზონისთვის პროექტების მიღება დაიწყეს, რომელიც 14 აგვისტოს დასრულდა და სულ 151 პროექტი (ტელევიზია, რადიო, ვებ-პორტალი) შევიდა. 151 პროექტიდან შერჩევის მეორე ეტაპზე 16 გადავიდა. პროექტების შერჩევის დასრულების ბოლო ვადა 10 სექტემბერია. კონკურსზე გამოტანილი არ არის საზოგადობრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემები, თუმცა მაუწყბელის წარმომადგენელი თიკო ბერძენიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ამ მიმართლებას ისინი ახალი სეზონიდან აუცილებლად დაფარავენ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გამოიტანა ეს მიმართულება მაუწყებელმა საჯარო კონკურსზე და რატომ აპირებს ამ გადაცემების საკუთარი რესურსებით მომზადებას, ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა:


“ეს არის მაუწყებლის სტრატეგიული გადაწყვეტილება, თუ რა მიმართლებები გადის კონკურსზე და რა არ გადის. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართლება ეს არის მაუწყბელის, როგორც ორგანიზაციის გადასაწყვეტი”.


 






მასალების გადაბეჭდვის წესი