ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: კონფლიქტის ზონაში 2 მოქალაქე დააკავეს

25 აგვისტო, 2015 • 1344
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: კონფლიქტის ზონაში 2 მოქალაქე დააკავეს

ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ საუბრობენ.

 

ტელეკომპანია “იმედთან” ადგილობრივმა მცხოვრებმა, ლენა სეხნიაშვილმა განაცხადა, რომ ორივე დაკავებული ოსურმა მხარემ პირუტყვის მწყემსვის დროს წაიყვანა.


გორის მინუციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა კი განაცხადა, რომ მოქალაქეები ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან წაიყვანეს.


”დღეს დილით პირუტყვის მწყემსვის დროს ეს მოქალაქეები იქნენ აყვანილი ჩვენი მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან. დაახლოებით კვირაში ერთხელ მაინც ხდება ასეთი ფაქტები ჩვენს რაიონში.  ამჟამად ყველა ის უწყება, რომელიც ამ პროცესში შეიძლება ჩართული იქნას, უკვე ჩაყენებულია საქმის კურსში და მიმდინარეობს ღონისძებები, რომ რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდნენ ოჯახებს,”- განაცხადა დავით ონიაშვილმა ტელეკომპანია “იმედთან”. 

სოფელი ბერშუეთი
სოფელი ბერშუეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი