ახალი ამბები

სასამართლო: ყადაღის შესახებ განჩინება “რუსთავი 2–ს” ხალვაშზე 2 დღით გვიან ჩაბარდა

7 აგვისტო, 2015 • 1018
სასამართლო: ყადაღის შესახებ განჩინება “რუსთავი 2–ს” ხალვაშზე 2 დღით გვიან ჩაბარდა

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს განჩინების საფუძველზე სამართლებრივი შეზღუდვები დაედო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პარტნიორების წილებსა და ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებას.

  

თბილსის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის განმარტებით, უზრუნველყოფის ღონისძების დაკმაყოფილების შესახებ 5 აგვისტოს ქიბარ ხალვაშმა გაიგო იმიტომ, რომ თვითონ არის მოსარჩელე. პრესსამსახურის აცხადებს, რომ თუ უზრუნველყოფის ღონისძიებას გამოიყენებს მოსამართლე, ამის შესახებ პირველ რიგში სწორედ მოსარჩელეს ეცნობება. “რუსთავი 2–მა” ამის შესახებ კი მოგვიანებით, 7 აგვისტოს გაიგო. 

 

საქალაქო სასამართლოში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ უზრუნველყოფის ღონისძების გამოყენების შესახებ განხილვას 5 აგვისტოს სასამართლოში მხარეები არ დასწრებიან. პრესამსახური ამბობს, რომ უზრუნველყოფის ღონისძება გამოყენების შესახებ განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშეა, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა მოსამართღლე ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, პროცესი არ იმართება.

 

ქიბარ ხალვაშმა რუსთავის 2-ის წილის დაბრუნების საკითხზე სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა. 5 აგვისტოს სასამართლომ წილების და ქონების დაყადაღებაზე განჩინება უკვე გამოიტანა. 

სასამართლო
სასამართლო

მასალების გადაბეჭდვის წესი