ახალი ამბები

რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი ოლიმპიადის გახსნას – ადმინისტრაციისა და კომიტეტის პასუხი

27 ივლისი, 2015 • 1155
რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი ოლიმპიადის გახსნას – ადმინისტრაციისა და კომიტეტის პასუხი

ხაბელოვის განცხადებით, მან პირადად გააცნო პრეზიდენტის ადმინისტრაციას ღონისძიების მიმდევრობა და აუხსნა, რომ “თბილისი 2015”-ს პრემიერ-მინისტრი გახსნიდა. მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი არ ყოფილა.


ხაბელოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული იყო, რომ სიტყვით უნდა გამოსულიყვნენ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი. 


ჟურნალისტის კითხვაზე, გახდა თუ არა პრეზიდენტის არდასწრების მიზეზი ის ფაქტი, რომ მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცემოდა, ხაბელოვმა უპასუხა, რომ “შესაძლოა ეს მოსაზრებაც იყოს”.


”თბილისი 2015″-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსთან, კარლო ცქიტიშვილთან მათ ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში მჭიდრო კავშირი ჰქონდათ. როგორც ალექსი ახვლედიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეტალურად იყო ინფორმირებული გახსნის ცერემონიისა და ამ ღონისძიების ნიუანსების შესახებ.  

 

”პრეზიდენტი მოწვეული იყო, რა თქმა უნდა, უბრალოდ მე ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ არ მობრძანდა,”- აცხადებს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე.


პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ, რომ პრეზიდენტი გახსნაზე მიწვეული იყო. პრეზიდენტის ადმნისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თინათინ მჟავანაძემ სატელეფონო საუბრისას ”ნეტგაზეთს” განუცხადა- თუ რა შემოთავაზებები ჰქონდათ პრეზიდენტთან ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რა ფორმატი იყო და რა სცენარი ჰქონდათ, ამასთან დაკავშირებით ოლიმპიური კომიტეტისთვის მიგვემართა.  

 

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნა თბილისში. ფოტო - თბილისი 2015-ის ვებ-გვერდიდან
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნა თბილისში. ფოტო – თბილისი 2015-ის ვებ-გვერდიდან

 

ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. 


2013 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ნიდერლანდების მეფემ, ვილემ ალექსანდერმა გახსნა. 2011–ში – თურქეთის მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. 2009 წელს კი ოლიმპიური ფესტივალი ფინეთში ჩატარდა, სადაც ფინეთის პრეზიდენტის, ტარია ჰალონენის მიერ გაიხსნა.

 

გიორგი მარგველაშვილმა ოლიმპიური ფესტივალის გახსნა სპორტსმენებს საკუთარი ფეისბუქის გვერდის საშუალებით მიულოცა

 

 

 

გილოცავთ “ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალს” დაწყებას! ვუსურვებ წარმატებებს სპორტსმენებს, განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ქართველ ოლიმპიელებს, მნიშვნელოვანი დღეა ქართული სპორტის ისტორიაში!

Posted by Giorgi Margvelashvili on Sunday, July 26, 2015

 

 

 

გასხნის მეორე დღეს, 27 ივლისს კი მარეგველაშვილმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი, პატრიკ ჯოზეფ ჰიკი პრეზიდენტის რეზიდენციაში ”ოქროს საწმისის ორდენით” დააჯილდოვა


 



საქართველოს პრეზიდენტი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს პატრიკ ჯოზეფ ჰიკს შეხვდა და „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა

Posted by Giorgi Margvelashvili on Monday, July 27, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი