ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთში აცხადებენ, რომ ევროპული ღვინო აფხაზურმა ჩაანაცვლა

22 ივლისი, 2015 • • 1017
რუსეთში აცხადებენ, რომ ევროპული ღვინო აფხაზურმა ჩაანაცვლა

სტატიაში წერია, რომ არსებითად შემცირდა რუსეთში ღვინის იმპორტი ესპანეთიდან [24,6%], იტალიიდან [33,8%] და საფრანგეთიდან [51,1%], სამაგიეროდ, აფხაზეთიდან  2015 წლის პირველ ნახევარში შეტანილი ღვინის მოცულობამ  7,7 მილიონი ლიტრი შეადგინა, 26,3%-ით მეტი, ვიდრე წინა წელს. 

სტატიაში ექსპერტები ამბობენ, რომ აფხაზეთი, თავისი არსით, რუსული ეკონომიკის ნაწილია, რუსული ფულადი ერთეულით ქვეყნის შიგნით, “სწორედ ამიტომ აფხაზური ღვინო ისე არ გაძვირებულა, როგორც ევროპული”.

 

“თუ ევროპიდან იმპორტირებული ღვინო რუსეთში 25–40%-ით გაძვირდა, ღვინის ფასმა რუსეთიდან და აფხაზეთიდან მხოლოდ 15%-ით იმატა”.

თუმცა ამავე სტატიაში რუსეთის ღვინის მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელი, ლეონიდ პაპოვიჩი ამბობს, რომ აფხაზეთის ვენახების ფართობი საშუალებას არ იძლევა მსგავსი მოცულობის ღვინო აწარმოონ. 

 

“1 ჰექტარი ვენახი კარგი მოსავლის შემთხვევაში საშუალებას იძლევა 7 ტონა ყურძენი  და 7 ათასი ბოთლი ღვინო მიიღო. შესაბამისად, 700 ჰექტარით 5 მილიონ ბოთლამდე შეიძლება მიიღო. 2014 წლის შედეგებით კი, აფხაზეთიდან რუსეთში  17,5 მილიონ ბოთლზე მეტი იყო იმპორტირებული. კითხვა – საიდან მოიტანეს ამდენი ნედლეული”. 

 

ფოტო: ნეტგაზეთი
ფოტო: ნეტგაზეთი

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   

მასალების გადაბეჭდვის წესი