ახალი ამბები

გულშემატკივრების ნაწილი სუპერთასის ბილეთების სპეციალური სიით გაყიდვას აპროტესტებს [video]

12 ივლისი, 2015 • • 1102
გულშემატკივრების ნაწილი სუპერთასის ბილეთების სპეციალური სიით გაყიდვას აპროტესტებს [video]

რამდენიმე გულშემატკივარი ამბობს, რომ რეგიონიდან დღეს ჩამოვიდა და გუშინდელ სიაში ვერ ჩაეწერებოდა. ნაწილი ამბობს, რომ გუშინ მუშაობდა და მხოლოდ დღეს შეძლო ვაკის პარკში გამოსვლა

 

სიის მიღმა დარჩენილი გულსემატკივრები არიან ვაკის პარკში და საპროტესი აქციას მართავენ. გააკეთეს ტრაფარეტი წარწერით “ცოცხალი”. 

 

ფეხბურთის ფედერაციამ ვაკის პარკის  კიბეების ზემოთ დადგა მონიტორი, სადაც გულშემატკივრები დაინახავენ, რამდენი ბილეთი გაიყიდა. შს სამნისტროს თანამშრომლები და ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდები გულშემატკივრების მიერ შედგენილი სიების მიხედვით 50 ადამიანს 20-წუთიანი ინტერვალით უშვებენ სალაროების მიმართულებით.

 

GFF–ის განცხადებით, ერთ ადამიანზე გაიყიდება 4 ბილეთი. ბილეთების ფასია 18, 35 და 75 ლარი. სულ 22 ათასი ბილეთი გაიყიდება.

 

11 აგვისტოს სუპერთასის ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან.

 

თავდაპირველად, სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ის უნდა გაეყიდა, თუმცა ხარვეზების გამო გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ შეძენა ვერ შეძლეს.

 
 

 

Posted by Dato Qoqoshvili on 12 Июль 2015 г.

მასალების გადაბეჭდვის წესი