ახალი ამბები

ღარიბაშვილი: გურიელიძეს თუ დასჭირდა, პირველი დამცველი ვიქნები მე

17 ივნისი, 2015 • • 984
ღარიბაშვილი: გურიელიძეს თუ დასჭირდა, პირველი დამცველი ვიქნები მე

 “ზურაბ გურიელიძის თავზე გადაიარა ამ კრიზისმა. ასევე გეტყვით, რომ თუ ვინმე იქნება ბატონი ზურას დამცველი, ერთ-ერთი პირველი ვიქნები მე. თავის საქმის ღირსეული პროფესიონალი ბრძანდება და ყველაზე მეტად მან განიცადა ის, რაც მოხდა- ზოოპარკის განადგურება, ცხოველების განადგურება. მესმის, რომ ამ შოკური მდგომარეობიდან ბევრი ადამიანი არ გამოსულა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ყველა ადამინმა უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე და არ უნდა შევეცადოთ პოლიტიკური სპეკულაციების შემოტანას. და არც არავის არ უნდა მივცეთ ამის საშუალება. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი” -განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შტაბის სხდომაზე. 

 

ირაკლი ღარიბაშვილი ზურაბ გურიელიძის შესაძლო დაპატიმრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აქციას მთვარობის კანცელარიასთან პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს: 

 

“ნაციონალური მოძრაობის წევრები შეეცადნენ სხვა დანარჩენების შეცდომაში შეყვანას. ეს არის ყოვლად ამორალური და უზნეო საქციელი. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას რომ კრიზისულ ვითარებაში იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.”




დღეს, 17 ივნისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურას საქმის გამოძიება დაავალა.

 

საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცახდებით, გამოძიება მყისიერად დაიწყო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე.

 

ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე პროკურატურამ უკვე დაკითხა. 

 

დღეს ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვი 40 წლამდე მამაკაცს დაესხა თავს. მამაკაცი გარდაიცვალა, ვეფხვი ლიკვიდირებულია. მთავრობის ინფორმაციით, მათ ზოოპარკის ადმინტრაციისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ზოოპარკის მიღმა არც ერთი მტაცებელი არ იმყოფებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი