ახალი ამბები

კალაძე: უნდა დადგინდეს, როგორ მოხდა ეს ტრაგედია და არა დაბრალდეს

17 ივნისი, 2015 • • 975
კალაძე: უნდა დადგინდეს, როგორ მოხდა ეს ტრაგედია და არა დაბრალდეს

“ვიმყოფები სამეგრელოში და ვგებულობ დილას დატრიალებულ ტრაგედიაზე – პასუხისმგებლობა აიღო ზოოპარკის დირექტორმა თავის თავზე. ვხედავ ხალხის აღშფოთებას და კვლავაც ვიმეორებ – უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს, როგორ მოხდა ეს ტრაგედია. უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს! როცა ხდება ასეთი მასშტაბური ტრაგედია, როცა ხდება ასეთი უბედური შემთხვევა, როცა მთელი ქალაქი, ქვეყანა ნერვებზეა და ჯერაც შოკიდან არ გამოსულა, უბრალოდ უხერხულია ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება. მე ყოველთვის ვაამყობდი, რომ მიღწევები არის გუნდური, მე ყოველთვის უნდა ვიამაყო, რომ პასუხისმგებლობაც გუნდურია. ვწუხვარ, კიდევ ერთხელ. სამძიმარი დღეს დაღუპულს…”, – აცხადებს კალაძე ფეისბუკის პირად გვერდზე.

 

დღეს, 17 ივნისს ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი მოკლა. მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მტაცებელი ცხოველები მოსახლეობისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ. იგივე თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ. 

 

ზოოპარკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მზია შარაშიძემ გუშინ, 16 ივნისს ნეტგაზეთს უთხრა, რომ ისინი ერთ ვეფხვს, აფთარსა და დათვს ვერ პოულობდნენ, თუმცა იმავე დღეს ლიბერალმა გაავრცელა ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს: “ახლა შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი სახიფათო მტაცებელი ზოოპარკის ტერიტორიიდან ცოცხალი არ გასულა.”

 

 

ვიმყოფები სამეგრელოში და ვგებულობ დილას დატრიალებული ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა აიღო ზოოპარკის დირექტორმა თავის თავზე. …

Posted by Kakha Kaladze on Wednesday, June 17, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი