ახალი ამბები

ლაგუნა ვერესთან, სადაც მტაცებელ ცხოველს ეძებენ, გასროლის ხმა იყო

17 ივნისი, 2015 • • 1087
ლაგუნა ვერესთან, სადაც მტაცებელ ცხოველს ეძებენ, გასროლის ხმა იყო

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლომი დაესხა მოქალაქეს, ხოლო შემდეგ საუბარი იყო ვეფხვზე, თუმცა დაზუსტებული ოფიციალური ინფორმაცია, თუ რომელი მტაცებელი დაესხმა ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მოქალაქეს, უცნობია.

 

არაოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია საწყობის თანამშრომელი, თუმცა შსს-ს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

 

ადგილზე ისევ რჩებიან პოლიციელები, რომლებსაც შემოსაზღვრული აქვთ პერიმეტრი.  მტაცებელი ცხოველის შესახებ ცნობები, რომელიც ადამიანს თავს დაესხა, ჯერ არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე მივიდა თბილისის მერი დავით ნარმანია.

 

შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, დაიღუპა სამი თანაშრომელი და დაიხჩო ცხოველების ნაწილი, ნაწილი კი ზოოპარკიდან გაიქცა. გუშინ ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ეძებდნენ მხოლოდ  ერთ ზოლიან აფთარს, ერთ ვეფხვს და ერთ დათვს. მათი განცხადებით, არ იციან, ეს ცხოველები ცოცხლები არიან თუ არა.

ლაგუნა ვერეს ტერიტორია, სადაც მტაცებელ ცხოველს ეძებენ, 17.06.2015
ლაგუნა ვერეს ტერიტორია, სადაც მტაცებელ ცხოველს ეძებენ, 17.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი