ახალი ამბები

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სტიქიამ კომერციული ობიექტებიც დააზარალა

15 ივნისი, 2015 • • 1711
გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სტიქიამ კომერციული ობიექტებიც დააზარალა

სტიქიის შედეგად დაზარალებული მაღაზის სვოჩი კოსტავას ქუჩაზე, 15.06.2015
სტიქიის შედეგად დაზარალებული მაღაზის სვოჩი კოსტავას ქუჩაზე, 15.06.2015

ამ დროისთვის მაღაზიის თანამშრომლები თვალყურს ადევნებენ გაწმენდით სამუშაოებს და იმედოვნებენ, რომ შესაძლოა შლამსა და ტალახში, რომლისგანაც იწმინდება ტერიტორია, მათი დაკარგული პროდუქციაც, კერძოდ, სვოჩის საათები აღმოჩნდეს.

 

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში განვითარდა მეწყრული მოვლენები, მდინარე ვერე ადიდდა და ქალაქის რამდენიმე ადგილი ძლიერად დაიტბორა. ადიდებულმა წყალმა იმსხვერპლა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13 ადამიანი, 9 კი დაკარგულად ითვლება. სტიქიამ გაანადგურა ზოოპარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რის შედეგადაც დაიღუპნენ ზოოპარკის თანამშრომლები, ასევე, ზოოპარკის ბინადარი ცხოველები. ცხოველების ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

მასალების გადაბეჭდვის წესი