ახალი ამბები

დავით ნარმანიას თქმით, სტიქიით დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

14 ივნისი, 2015 • • 814
დავით ნარმანიას თქმით, სტიქიით დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

“გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 12 ადამიანამდე. ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დაჭერილი ის ცხოველები, რომლებიც ზოოპარკიდან გავიდნენ. ამიტომაც მინდა მოსახლეობას ვთხოვო თავი შეიკაონ ქალაქში მოძრაობისგან. განსაკუთრებით არის ნაკვალევი დაფიქსირებული კუს ტბისა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, საბურთალისა და ვაკის ნაწილში. განსაკუთრებით ამ ტერიტორიებზე შეიკაონ თავი”, – განაცხადა “კურიერთან” საუბრისას დავით ნარმანიამ.

 

13 ივნისს თბილისში მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდების გამო ვაკისა და საბურთალოს დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი მოიშალა. დაზიანდა სახლები, მთავრობის წინასწარი მონაცემებით, ზარალი ათობით მილიონი ლარია. დაღუპულთა რაოდენობა დაუზუსტებელია.

ნარმანია
ნარმანია

მასალების გადაბეჭდვის წესი