ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ აზერბაიჯანს მოუწოდებს არ დახუროს OSCE-ს ბაქოს ოფისი

9 ივნისი, 2015 • • 1076
აშშ აზერბაიჯანს მოუწოდებს არ დახუროს OSCE-ს ბაქოს ოფისი

“ეს იწვევს დიდ იმედგაცრუებას. ამავე დროს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პროექტების კოორდინატორის ოფისი ფუნქციონირებს პოლიტიკური მანდატის საფუძველზე, რომელიც ეუთოს 57 წევრი სახელმწიფოს მიერ არის შეთანხმებული. ამიტომ, როგორც ნებისმიერი გადაწყვეტილება მონაწილე ქვეყნების კონსესუსით მიღებული, გაუქმებული უნდა იყოს ერთობლივი შეთანხმებითვე”, – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა. 

 

მისი განაცხადებითვე, ეუთოს არსებობა და მუშაობა მოქალაქეებთან და ხელისუფლებასთან ამა თუ იმ ქვეყნაში ხელს უწყობს რეფორმების წარმატებას და ვალდებულებების შესრულებას ეუთოს წინაშე. 

 

იმ შემთხვევაში, თუკი ბაქო მაინც გადაწყვეტს OSCE-ს ოფისის დახურვას, დანიელ ბაერის თქმით, ეს ნეგატიურ გავლენას იქონიებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე და, პირველ რიგში, ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის საკითხებზე. 

 

“ეს არ არის კარგი რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ზოგადად, აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის და ადამიანებისთვის”. 


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთოს ერთი თვის ვადა მისცა ბაქოში ორგანიზაციის ოფისის დასახურად.


დანიელ ბაერი
დანიელ ბაერი


  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი